2014 წლის 31 იანვარს, 16:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ძმ. ზუბალაშვილების 36, თბილისი გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გასაჩივრებული საქმეების მიმოხილვა: პრობლემები და პერსპექტივები“
მრგვალი მაგიდა ეწყობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქმისწარმოების გამოცდილების მქონე ადვოკატებისათვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - ზაზა ხატიაშვილის და ორგანიზაცია „ ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარის ლია მუხაშავრიას ორგანიზებით. მრგვალ მაგიდაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ ბელა ბაშარაძეს ნომერზე 571 078800.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ დასწრება 2014 წლის 28 იანვრამდე შემდეგ email მისამართზე b.basharadze@gba.ge
დასწრება თავისუფალია